ფეხბურთი

14:54 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შოთა არველაძე თურქული კლუბიდან გაათავისუფლეს

შოთა არველაძე „ქასიმპაშადან“ დაითხოვეს. ამჯერად ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ქასიმპაშამ“ მიმდინარე სეზონში 3 მატჩი მოიგო, 4-ჯერ ფრეს დასჯერდა და 7 მარცხი განიცადა, შედეგად, 13 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.

თურქული პრესა წერს, რომ „ქასიმპაშამ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ემრე ბელოზოღლუსთან, რომელიც სავარაუდოდ, არველაძეს შეცვლის.

შოთა არველაძემ „ქასიმპაშა“ მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა, მანამდე ის „ქაისერისპორში“, „ტრაბზონსპორში“, „მაკაბიში“, „ფახთაკორში“, „ჰალ სიტისა“ და „კარაგუმრუკში“ მუშაობდა, ხოლო 2012-2015 წლებში „ქასიმპაშას“ წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096305