მადრიდის „რეალის“ მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ტრავმა მიიღო ესპანეთის ლიგის მე-19 ტურის მატჩში ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ. ის 57-ე წუთზე რაულ ასენსიომ შეცვალა.
როგორც ჟურნალისტმა ხოსე ლუის სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, 27 წლის ინგლისელი დიდი ხნით ვერ ითამაშებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2025 წელს მინდორზე გამოჩმდეს.
ალექსანდერ-არნოლდი „რეალს“ ზაფხულში „ლივერპულიდან“ შეუერთდა. მას შემდეგ მან 16 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა
„რეალს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ ერთი ქულით ჩამორჩება.





