შოთა არველაძემ „ქასიმპაშა“ დატოვა. თურქული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
თურქული პრესა წერს, რომ „ქასიმპაშამ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ემრე ბელოზოღლუსთან, რომელიც სავარაუდოდ, არველაძეს შეცვლის.
„ქასიმპაშამ“ მიმდინარე სეზონში 3 მატჩი მოიგო, 4-ჯერ ფრეს დასჯერდა და 7 მარცხი განიცადა, შედეგად, 13 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.
შოთა არველაძემ „ქასიმპაშა“ მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა, მანამდე ის „ქაისერისპორში“, „ტრაბზონსპორში“, „მაკაბიში“, „ფახთაკორში“, „ჰალ სიტისა“ და „კარაგუმრუკში“ მუშაობდა, ხოლო 2012-2015 წლებში „ქასიმპაშას“ წვრთნიდა.









