ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ფულემს" ესტუმრა და უხვგოლიან დაპირისპირებაში 5:4 იმარჯვა. შეხვედრის შემდეგ "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
"აბა რას იტყვით, ისიამოვნეთ ბიჭებო მატჩით? მე? ღმერთო ჩემო, თმები გამცვივდა (იცინის). არ მკითხოთ ეს როგორ მოხდა, ეს პრემიერლიგაა და ასეთი რაღაცები ხდება. სხვა ნებისმიერ ჩემპიონატში ყველაფრის გაკონტროლება შეგიძლია, მაგრამ აქ არა. ძალიან ვინერვიულე და განვიცადე, ამდენი გოლი არ უნდა გაგვეშვა. ამ საკითხზე ბევრს ვიმუშავებთ. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, იმედია როდრი მალე დაგვიბრუნდება, რაც შეეხება კოვაჩიჩს მისი საკითხი ჯერ ჯერობით უცნობია.
ჰოლანდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თავიდან რომ გეთქვათ, რომ ის 111 შეხვედრაში მოახერხებდა 100 გოლის გატანას არ დავიჯერებდი, რადგან ამ ჩემპიონატში ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. დღეს ყველა მოთამაშე მისთვის თამაშობდა", - განაცხადა გვარდიოლამ.
ერლიგ ჰოლანდმა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა 100 გოლის გატანა, ნორვეგიელს ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ 11 შეხვედრა დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ 28 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „სანდერლენდს“ უმასპინძლებს, ხოლო „ფულჰემი“ 17 ქულით მე-15 პოზიციაზეა და „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.





