ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“ დაზავდნენ - 2:2. მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
71-ე წუთამდე უგოლოდ მიმდინარეობდა, მაგრამ მერე შესანიშნავი თამაში გაჩაღდა. მასპინძლები ბრუნო გიმარაეშის ლამაზი გოლით დაწინაურდნენ, რასაც მალევე კრისტიან რომერომ უპასუხა.
86-ე წუთზე პენალტით ენტონი გორდონმა გაიტანა და „ჯორდები“ მეორედ დაწინაურდნენ. თუმცა, 95-ე წუთზე „ტოტენჰემი“ მარცხისგან რომერომ იხსნა. არგენტინელმა მცველმა დუბლი ხომ შეასრულა და, მეორე გოლი მაკრატელა დარტყმით შეაგდო...
„ნიუკასლს“ და „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში საქმეები იდეალურად არ მისდით - 19-19 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში არიან.






