კალათბურთი

21:42 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანილო გალინარიმ კარიერა დაასრულა

იტალიური კალათბურთის ლეგენდამ დანილომ გალინარიმ კარიერის დასრულებსი შესახებ გამოაცხადა.

მან სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი და მესიჯი გამოაქვეყნა, რითაც საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ აუწყა.

გალინარიმ კარიერის უმეტესი ნაწილი NBA-ში გაატარა, სადაც „ნიუ იორკის“, „დენვერის“, „კლიპერსის“, „ოკლაჰომას“, „ატლანტას“, „ვაშინგტონის“, „დეტროიტის“ და „მილუოკის“ ღირსებას იცავდა. სამშობლოში „კაზალპუსტერლენგოსა“ და „ოლიმპია მილანოში“ ითამაშა, ხოლო კი პუერტო რიკოში გამოდოდა.

გალინარიმ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში ბოლოს 7 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, იტალია-სლოვენიის მატჩში ითამაშა, მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, მეგობრებს, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. დაწერა, რომ კარიერას, რომელიც შრომით ააშენა, მადლიერებით სავსე გულით ასრულებს.

0.167017