კვიპროსული "ანორთოსისი", მის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ერთად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს.
ერთ-ერთი მეკარის პოზიციაა, სადაც გუნდს გაძლიერება ჭირდება და როგორც 24sport -ი იტყობინება, კვიპროსელები მთავარ კანდიდატად საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული "პაოკის" კარის დარაჯს ლუკა გუგეშაშვილს განიხილავს.
როგორც იცით, ლუკა გუგეშაშვილი "პაოკში" მიმდინარე წელს გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ნათამაშები. აქედან გამომდინარე, კლუბის შეცვლა მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო თავად ლუკასაც სურს და დიდია შანსი, აღნიშნული გარიგება წარმატებით დასრულდეს. წყაროს ცნობით, "ანორთოსისის" მიზანია ქართველი მეკარე იჯარით დაიმატოს.
შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისს" მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს და გუნდი ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი ბოლო 6 მატჩია არ მარცხდება (2 მოგება, 4 ფრე) და 12 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.









