საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩმა მესამე ადგილის ბედი გაარკვია.
„ტორპედოს“ ფრეც აწყობდა და მიზანს მიაღწია. მე-14 წუთზე „დინამო“ ბარნს ოსეის გოლით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ბიორნ იონსენის გოლით და ნიკა ნინუას ავტოგოლით ქუთაისელები დაწინაურდნენ. მასპინძლები მარცხისგან ბოლო წუთზე ნანა-კოფი დონკორმა იხსნა და 2:2.
„ტორპედომ“ 60 ქულით გაინაღდა მესამე ადგილი, „დინამომ“ 56 ქულით მეოთხე პოზიცია. ქუთაისელები სეზონს „გარეჯთან“ მატჩით დაასრულებენ, ხოლო თბილისელები „დილას“ შეხვდებიან.
„ტორპედოც“ და „დინამო თბილისიც“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 ოსეი (14), 1:1 იონსენი (45, პენ), 1:2 ნინუა (64, ა.გ), 2:2 დონკორი (90)
| 1. | იბერია | 35 | 23 | 8 | 4 | 58 | 23 | 35 | 77 |
| 2. | დილა | 35 | 25 | 2 | 8 | 61 | 33 | 28 | 77 |
| 3. | ტორპედო | 35 | 17 | 9 | 9 | 61 | 40 | 21 | 60 |
| 4. | დინამო თბილისი | 35 | 15 | 11 | 9 | 49 | 32 | 17 | 56 |
| 5. | გაგრა | 34 | 12 | 7 | 15 | 42 | 51 | -9 | 43 |
| 6. | სამგურალი | 35 | 12 | 6 | 17 | 52 | 50 | 2 | 42 |
| 7. | დინამო ბათუმი | 35 | 10 | 10 | 15 | 37 | 55 | -18 | 40 |
| 8. | გარეჯი | 35 | 7 | 13 | 15 | 40 | 52 | -12 | 34 |
| 9. | თელავი | 34 | 7 | 9 | 18 | 31 | 58 | -27 | 30 |
| 10. | კოლხეთი | 35 | 5 | 7 | 23 | 31 | 68 | -37 | 2 |
ბომბარდირები
1. ბიორნ იონსენი (ტორპედო) – 20 გოლი
2. გიორგი ფანცულაია (სამგურალი) – 16
3. თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი) – 12
4. იური ტაბატაძე (იბერია) – 11
5. ლევან პაპავა (გარეჯი) - 11






