ძიუდო

17:30 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურის ოქროს მედალი აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა შესანიშნავად იასპარეზა და ხუთი მეტოქის დამარცხება მოახერხა.

ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ნიდერლანდელი მარკუს ვან დაიკი, რუსი ეგორ ანდონი, სერბი ისლამ სოგენოვი და სამხრეთკორეელი იონგონ კიმი დაამარცხა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მოლდოველი მიჰაილ ლატისევის წინააღმდე მოიგო და პაუზის შემდეგ ოქროს მედლით დაბრუნდა.

ბექაურისთვის ეს იყო პირველი შეჯიბრი ივლისის შემდეგ, მაშინ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავა.

საქართველოს მონაგარი აბუ დაბის გრანდ სლემზე ერთი ოქროს (ლაშა ბექაური) და ორი ბრინჯაოს (გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი) მედალია.

0.095067