აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ლაშა ბექაური ოქროს, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ნიდერლანდელი მარკუს ვან დაიკი, რუსი ეგორ ანდონი, სერბი ისლამ სოგენოვი და სამხრეთკორეელი იონგონ კიმი დაამარცხა. ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მოლდოველი მიჰაილ ლატისევი იქნება.
მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილმა გერმანელ ლასენი კონეს და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა, ნახევარფინალში მონღოლელ გონჩიგსერუნ ბატხუიაგთან მარცხი განიცადა და ფინალურ ბლოკში, რომელიც 17:00 საათიდან დაიწყება, აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს შეხვდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მონაგარი აბუ დაბის გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილის ბრინჯაოს მედალია.







