ხორვატიის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ „რუდარი“ 40:26 გაანადგურა, ხოლო ქართველ ხელბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა.
ცხოვრებაძე გუნდს გამარჯვებაში 5 გოლით დაეხმარა. ზაგრებმა მეტოქე განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაჩაგრა, როდესაც 19:10 აჯობა.
„ზაგრები“ ხორვატიის ჩემპიონატს 12 ტურში 12 გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი „ვარაზდინს“ შეხვდება.









