NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „შარლოტ ჰორნეტს“ ესტუმრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 111:118 დამარხდა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც „შარლოტმა“ 14:7 მოიგო და თამაშშიც გამარჯვებული გამოვიდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 19 წუთში 13 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„შარლოტში“ საუკეთესო მაილს ბრიჯესი იყო 35 ქულით, ხოლო „ტორონტოს“ სკოტ ბარნსმა 30 ქულით და 12 მოხსნით ულიდერა.
„ტორონტოს“ გამარჯვებების სერია შეწყდა, 14 მოგებისა და 6 მარცხის ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს პირველ დეკემბერს, სტუმრად „ნიუ იორკთან“ გამართავს.









