30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი კუნძულ ტენერიფეზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამავე დღეს, ამავე ტურნირის ფარგლებში ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი რუმინეთის ქალაქ პიტეშტში იმუშავებს. იგი რუმინეთისა და მონტენეგრს ნაკრებთა მატჩის ტექნიკური დელეგატი იქნება.
30 ნოემბერი. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. პიტეშტი (რუმინეთი). რუმინეთი – მონტენეგრო








