ფეხბურთი

15:12 | 27.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „ამ სეზონში ერთი მიზანი გვაქვს - ტიტულები“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ გუნდი ერთი მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს: ამ სეზონში ყველა ტურნირის მოსაგებად.

„ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, კლუბის პერსონალი და მწვრთნელი. გვინდა, მადრიდელებმა იგრძნონ, რომ ერთად სწორი მიმართულებით მივდივართ. ამ სეზონში ერთი მიზანი გვაქვს: ტიტულები“, - ციტირებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო მბაპეს სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე.

ოთხშაბათს, 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე რაუნდში „ოლიმპიაკოსი“ „რეალს“ დაუპირისპირდა. და 3:4 დამარცხდა. მადრიდელთაგან ოთხივე გოლი მბაპემ გაიტანა.

0.174977