ფეხბურთი

1:35 | 18.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია და ნიდერლანდები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს კიდევ ორი მონაწილე შეემატა - გერმანია და ნიდერლანდები.

უეფას ზონის კიდევ სამ ჯგუფში დასრულდა ასპარეზობა, საიდანაც ორში ირკვეოდა ჯგუფის გამარჯვებული, თუმცა, ფორმალურად - გერმანია და ნიდერლანდები მუნდიალზე რომ გავიდოდნენ, ისედაც ნათელი იყო.

გერმანიამ სლოვაკეთს უმასპინძლა, რომელთანაც პირველ ტურში 0:2 წააგო და რომელთან ერთად 12 ქულით ლიდერობას იყოფდა, მაგრამ შინ თამაშობდა და ფრეც აწყობდა. არაფერი მოულოდნელი, „ბუნდესნაკრებმა“ 6:0 გაანადგურა სლოვაკეთის ნაკრები და მსოფლიოს ჩემპიონატს ისევ არ დააკლდება. სლოვაკეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს. პლეი-ოფში იქნება ჩრდილოეთ ირლანდიაც, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ერთა ლიგიდან შანსი მიიღო.

გერმანია - სლოვაკეთი 5:0 (4:0)

გოლები: 1:0 ვოლტემადე (18), 2:0 გნაბრი (29), 3:0 სანე (36), 4:0 სანე (41), 5:0 ბაკუ (67), 6:0 უედრაოგო (79)

ჩრდ. ირლანდია - ლუქსემბურგი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დონლი (44, პენ)

1. გერმანია 6 5 0 1 16 3 13 15
2. სლოვაკეთი 6 4 0 2 6 8 -2 12
3. ჩრდ. ირლანდია 6 3 0 3 7 6 1 9
4. ლუქსემბურგი 6 0 0 6 1 13 -12 0

ნიდერლანდებს ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრები 4:0 გაანადგურა და მუნდიალის საგზური გაიფორმა. რონალდ კუმანის გუნდმა გამოსვლა 20 ქულით დაასრულა, 3 ქულით გაუსწრო პოლონეთს, რომელმაც სტუმრად მალტა დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა, შესაბამისად, პლეი-ოფში იქნება.

მალტა - პოლონეთი 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (32), 1:1 კარდონა (36), 1:2 ვჟოლეკი (59), 2:2 ტეუმა (68, პენ), 2:3 ჟიელინსკი (85)

ნიდერლანდები - ლიეტუვა 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 რეინდერსი (16), 2:0 გაკპო (58, პენ), 3:0 სიმონსი (60), 4:0 მალენი (62)

1. ნიდერლანდები 8 6 2 0 27 4 23 20
2. პოლონეთი 8 5 2 1 14 7 7 17
3. ფინეთი 8 3 1 4 8 14 -6 10
4. მალტა 8 1 2 5 4 19 -15 5
5. ლიეტუვა 8 0 3 5 6 15 -9 3

L ჯგუფში ბოლო ტური ფორმალობა იყო: ხორვატიას მოპოვებული ჰქონდა მუნდიალის საგზური, ხოლო ჩეხეთი, რომელმაც გიბრალტარი გაანადგურა და 16 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პლეი-ოფიდან ეცდება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას.

ჩეხეთი - მონტენეგრო 6:0 (5:0)

გოლები: 1:0 დუდერა (5), 2:0 ხორი (18), 3:0 ცოუფალი (32), 4:0 კარაბეცი (39), 5:0 სოუჩეკი (44), 6:0 ჰრანაცი (51)

მონტენეგრო - ხორვატია 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 ოსმალიჩი (3), 2:0 კრსტოვიჩი (17), 2:1 პერიშიჩი (37, პენ), 2:2 იაკიჩი (72), 2:3 ვლაშიჩი (87)

1. ხორვატია 8 7 1 0 26 4 22 22
2. ჩეხეთი 8 5 1 2 18 8 10 16
3. ფარერები 8 4 0 4 11 9 2 12
4. მონტენეგრო 8 3 0 5 8 17 -9 9
5. გიბრალტარი 8 0 0 8 3 28 -25 0

მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები და გერმანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104785