UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლა შუგა შონ ო'მალიმ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ამერიკელი მებრძოლის აზრით ეს ბრძოლა MMA-ს ისტორიაში ყველაზე ტექნიკური იქნება.
"ისლამისთვის შემდეგი მეტოქე აუცილებლად ილია უნდა იყოს. ახლა ძალიან მინდა, რომ თოფურიამ მისი შემდეგი ბრძოლა მოიგოს და ეს ასეც მოხდება, რადგან ის ჯასტინ გეიჯისაც და პედი პიმბლეტსაც მარტივად მოუგებს. ძალიან მაინტერესებს რას იზამს მახაჩევი თოფურიას წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძოლა უფრო ახლო იქნება ვიდრე ეს ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ იყო.
ილიასა და ისლამის ბრძოლა აქმდეც უნდა გამართულიყო, რადგან ეს MMA-ს ისტორიაში ყველაზე ტექნიკური ბრძოლა იქნება", - განაცხადა შონ ო'მალიმ.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა კვირას ქვესაშუალო დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლა გამართა, სადაც ჯეკ დელა მადალენა მარტივად დაამარცხა და ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.









