ფეხბურთი

22:52 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: უკრაინა პლეი-ოფშია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა კიდევ ორ ჯგუფში დასრულდა და პლეი-ოფის მორიგი მონაწილე გაირკვა - უკრაინა.

D ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური წინა ტურში ჰქონდა მოპოვებული და გადახალისებული შემადგენლობით ბაქოში 3:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე წუთზე გაუშვა და თავიდან აგებდა. საფრანგეთმა 16 ქულით დაიკავა პირველი ადგილი.

სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის უკრაინა და ისლანდია ერთმანეთს შეხვდნენ. უკრაინას მხოლოდ მოგება აწყობდა, ისლანდიას ფრეც და ახლოსაც იყვნენ ისლანდიელები მიზანთან, მაგრამ 83-ე წუთზე ოლექსანდრ ზუბკოვმა ანგარიში გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სერგეი რებროვის გუნდმა მეორეც გაიტანა. უკრაინამ 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფშია, ხოლო ისლანდია 7 ქულით ჯგუფში ჩარჩა.

უკრაინა - ისლანდია 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 ზუბკოვი (83), 2:0 გუცულიაკი (90)

აზერბაიჯანი - საფრანგეთი 1:3 (1:3)

გოლები: 1:0 დადაშოვი (4), 1:1 მატეტა (17), 1:2 აკლიუში (30), 1:3 მაჰამადალიევი (45, ა.გ)

1. საფრანგეთი 6 5 1 0 16 4 12 16
2. უკრაინა 6 3 1 2 10 11 -1 10
3. ისლანდია 6 2 1 3 13 11 2 7
4. აზერბაიჯანი 6 0 1 5 3 16 -13 1

K ჯგუფში ბოლო ტურს ფორმალური მნიშვნელობა იყო, ყველაფერი გარკვეული გახლდათ. შესარჩევი ეტაპი უდანაკარგოდ და გოლგაუშვებლად დაასრულა ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც ალბანეთში ჰარი კეინის დუბლით 2:0 მოიგო. ალბანეთი წაგების მიუხედავად გულდაწყვეტილი არ უნდა იყოს, რადგან 14 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს.

სერბეთმა საკუთარ მოედანზე ლატვიას 2:1 მოუგო, მაგრამ 13 ქულით მხოლოდ მესამე საფეხურს დასჯერდა.

ალბანეთი - ინგლისი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კეინი (74), 0:2 კეინი (82)

სერბეთი - ლატვია 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გუტკოვსკისი (12), 1:1 კატაი (49), 2:1 სტანკოვიჩი (60)

1. ინგლისი 8 8 0 0 22 0 22 24
2. ალბანეთი 8 4 2 2 7 5 2 14
3. სერბეთი 8 4 1 3 9 10 -1 13
4. ლატვია 8 1 2 5 5 15 -10 5
5. ანდორა 8 0 1 7 3 16 -13 1
0.102572