„დორტმუნდის“ თავდამსხმელის, სერჰუ გირასის გადაბირება საუდის არაბეთის კლუბს სურს. ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
უცნობია კლუბის ვინაობა, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, რომ გირასის სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, სეზონში 20 მილიონი ევროს ანაზღაურებით, რაც ძალიან სარფიანი შეთავაზებაა.
29 წლის გვინეელი ფორვარდი „დორტმუნდში“ 2024 წლიდან თამაშობს და 65 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მანამდე ის „შტუტგარტის“, „რენის“, „ამიენის“, „კიოლნის“, „ლილის“ და „ლავალის“ ღირსებას იცავდა.





