ათობით სპორტსმენი შეუერთდა ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს, რომლებიც მოუწოდებენ ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირს (უეფას), რომ ისრაელის ნაკრები პალესტინელთა უფლებების დარღვევის გამო შეჯიბრებებში არ ჩაერთოს - გვამცნობს Al Jazeera.
უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინისადმი გაგზავნილ წერილში, ჯგუფმა „სპორტსმენები მშვიდობისთვის“, რომელიც 70-ზე მეტ პროფესიონალ სპორტსმენს მოიცავს, მხარი დაუჭირა მმართველი ორგანოს მიერ ისრაელის საფეხბურთო ასოციაციასთან კავშირის გაწყვეტის მოწოდებას. მათ შორის წერილს ხელს აწერენ „მონაკოს“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, „ვიდადის“ გარემარბი ჰაკიმ ზიეში და „ფულემის“ ფეხბურთელი ადამა ტრაორე.
„საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების არცერთ სივრცეს, სცენას ან არენას არ უნდა უმასპინძლოს რეჟიმმა, რომელიც გენოციდს, აპართეიდს და კაცობრიობის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებს ჩადის. ისრაელის დაუსჯელობა ასეთი დანაშაულებისთვის შეიძლება დასრულდეს მხოლოდ სინდისის პრინციპებზე დაფუძნებული კოლექტიური მოქმედებით, მათ შორის იმ ზომებით, რომლებიც ისრაელელებს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების აუკრძალავს“, - ნათქვამია წერილში.







