ფეხბურთი

16:36 | 12.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" 19-წლამდელები "დინამო მინსკის" წინააღმდეგ ორივე მატჩს თბილისსში ჩაატარებენ

უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩი თბილისში გაიმართება. "დინამო თბილისი" გადამწყვეტი ეტაპის შეხვედრებს "მინსკის დინამოსთან" ჩაატარებს.

პირველი მატჩი, რომელშიც მასპინძელი ბელორუსული გუნდი იქნება, 5 დეკემბერს გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საპასუხო პაექრობა კი 10 დეკემბერსაა ჩანიშნული და 18.00 საათზე დაიწყება. ბილეთების შესახებ ინფორმაციას ახლო მომავალში გაცნობებთ.

შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდში გამარჯვებული გუნდი, უეფას ახალგაზრდული ლიგის ძირითად ბადეში გავა და ასპარეზობას გაზაფხულიდან პლეი ოფში გააგრძელებს.

FCdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.09656