არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" კაპიტანი ლიონელ მესი ბარსელონაში იმყოფება, სადაც "კამპ ნოუ" მოინახულა. არგენტინელმა აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სურათები გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"გუშინ ღამით დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც მთელი გულით მენატრება. ადგილას, სადაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, სადაც თქვენ ყველამ ათასჯერ მაგრძნობინე თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად. იმედი მაქვს, ოდესმე დავბრუნდები არა მხოლოდ დასამშვიდობებლად, არამედ როგორც ფეხბურთელი რადგან აქედან წასვლა არასდროს მინდოდა..." , - წერს სოციალურ ქსელში მესი.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი "ბარსელონას" მაისურით 2025-2021 წლებში თამაშობდა, არგენტინელმა 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა და 303 საგოლე გადაცემა გააკეთა.









