ფეხბურთი

22:16 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი გიუნდოგანით დაინტერესდა

როგორც “დეილი ექსპრესი” იტყობინება, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი სატრანსფეროს ფანჯრის დროს კევინ სტროოტმანისა და არტურო ვიდალის ალტერნატივად დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს განიხილავს.

წარმოშობით თურქმა ფეხბურთელმა “სკაი სპორტის” გერმანულ განყოფილებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინგლისურ კლუბში გადასვლაზე არ ფიქრობს.

“ჩემი მთავარი მოტივაცია ფორმაში შესვლა და ტრავმისგან დაკარგული დროის მიუხედავად თანაგუნდელებთან შეთამაშება, კლუბთან ინტეგრაციაა”, - განაცხადა გიუნდოგანმა.

გიუნდოგანმა ტრავმის გამო გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და სასურველი ფორმის დაბრუნებას მიმდინარე სეზონში შეეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112117