საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტური „გარეჯის“ და „დინამო თბილისის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 72-ე წუთზე ლუკა ლაცაბიძემ გაიტანა მასპინძელთა კარში გოლი, რითაც სტუმრებმა სამი ქულა მოიპოვეს.
„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 55 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება. „გარეჯი“ 33 ქულით მერვეა და მომდევნო შეხვედრას „თელავთან“ გამართავს.





