ფლორენციის „ფიორენტინას“ მწვრთნელად პაოლო ვანოლი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვანოლიმ სტეფანო პიოლი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლის განახლების ვარიანტით.
ვანოლი 2000-2002 წლებში „ფიორენტინას“ რიგებში თამაშობდა და იტალიის თასიც მოიგო, რომლის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
მას იტალიის 16, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უმუშავია, ხოლო საკლუბო დონეზე „სპარტაკის“, „ვენეციას“ და „ტორინოს“ თავკაცი იყო. „ფიორენტინამ“ სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო, სერია A-ში 4 ქულით ბოლო ადგილზეა (4 ფრე, 6 წაგება).






