სხვა

21:15 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ვეკუას ბრინჯაოს მედალი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ იასპარეზა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 - 165 - 168 კილოგრამი დაძლია, რითაც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვეკუამ აკვრაში დაძლეული 202 და 211 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით ევროპის ჩემპონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

0.16167