ფეხბურთი

0:16 | 1.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი მბაპეს „ოქროს ბუცზე“: „ვამაყობ, რომ ჩვენს გუნდში ასეთი მოთამაშეა“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სიამაყით აღნიშნა, რომ გუნდში კილიან მბაპეს მსგავსი თავდამსხმელი ჰყავს. დღეს, 31 ოქტომბერს, „ლოს ბლანკოსის“ ფეხბურთელს „ოქროს ბუცი“ გადაეცა. გასულ სეზონში მბაპემ ესპანეთის ლიგაში 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

„შენ საკუთარ ისტორიას ქმნით თეთრ მაისურში, რაც ძალიან გინდოდა. ეს „ოქროს ბუცი“ შრომის, თავდადებისა და ფეხბურთისადმი შენი გატაცების ნაყოფია. მინდა იცოდე, როგორც „რეალის“ პრეზიდენტი, ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენს გუნდში შენნაირი მოთამაშეა“, - ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.

მბაპე მადრიდის „რეალს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088199