ფეხბურთი

21:24 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე: „მბაპე „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს თამაშზე ისაუბრა.

„კილიანი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, მისი კარიერის გათვალისწინებით. სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და უბრალოდ აგრძელებს გოლების გატანას. ის ჩემი მეგობარია. ვიმედოვნებ ასე გააგრძელებს და ერთ დღესაც მოიგებს ამ პრესტიჟულ ჯილდოს“, - ციტირებს დემბელეს სიტყვებს Get French Football News.

ამ სეზონში 26 წლის მბაპემ ყველა შეჯიბრში 12 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა

შეგახსენებთ, რომ 28 წლის დემბელე „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულია.

0.134206