ფეხბურთი

0:55 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" აუტსაიდერთან ქულები დაკარგა

იტალიის სერია A-ს მერვე ტური ლიდერ „მილანისა“ და აუტსაიდერ „პიზას“ დაპირისპირებით გაიხსნა.

„მილანი“ აშკარა ფავორიტი იყო და მატჩიც კარგად დაიწყო, რადგან მეექვსე დაწინაურდა რაფაელ ლეაოს გოლით. თუმცა, მეორე ტაიმში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

მე-60 წუთზე ხუან კუადრადომ პენალტით გაათანაბრა. 86-ე წუთზე „როსონერი“ წაგების საფრთხის წინაშე დადგა, რადგან მბალა ნზოლამ გაიტანა და „პიზა“ დააწინაურა. „მილანმა“ ქულა მაინც გადაარჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ზაკარი ათეკამემ შორი მანძილიდან გაიტანა და ფრე 2:2. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს „მილანისთვის“ მისაღები შედეგი არაა, რადგან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

„მილანი“ 8 ტურში მოპოვებული 17 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ეს პოზიცია ვერ შეინარჩუნოს. „პიზა“ მოგების გარეშეა და 4 ქულა აქვს.

თეგებიმილანიპიზა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092146