დღეს, კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც თავიანთი მატჩები გამართეს ქართველი ფეხბურთელების კლუბებმა. "ბრატისლავის სლოვანი" სტუმრად "ალკმაარს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ხოლო "დონეცკის შახტარი" საკუთარ მოედანზე "ლეგიასთან 1:2 დამარცხდა.
გურამ კაშია როგორც ყოველთვის "სლოვანის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ერთ-ერთმა ცნობილმა სტატისტიკურმა საიტმა 6.3 შეფასება დაუწერა.
რაც შეეხება ირაკლი აზაროვს და "დონეცკის შახტარს", ქართველ ფეხბურთელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ არდა თურანმა დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სრულად ითამაშა. მიუხედავად წაგებისა აზაროვს კარგი მატჩი ჰქონდა და 7.2 შეფასებაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ "სლოვანს" ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და 29-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო "შახტარი" 3 ქულით მე-17 ადგილზეა.









