სხვა

16:15 | 22.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბეკზატ ალმახანი: მიზანი ალექსანდრე თოფურიას გათიშვაა და ამას გავაკეთებ კიდეც"

მოგეხსენებათ, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი ალექსანდრე თოფურია მომდევნო ბრძოლას ყაზახ ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართავს. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ყაზახმა მებრძოლმა. მისი თქმით, ამ ბრძოლაში მისი მიზანი ფინიშით მოგებაა.

"ალექსანდრე კარგი მებრძოლია, მისი უნარები მრავალმხრივია და ყველა ასპექტში ძალიან კარგია, თუმცა ხალხი ჩემს შესაძლებლობას არ აფასებს. ჩემმა თანაგუნდელებმა იციან, თუ როგორ ვჭიდაობ და მიწაზე ყოველთვის თავდაჯერებული ვარ. ყველა მებრძოლს აქვს სუსტი მხარეები და შესაბამისად არც თოფურიაა გამონაკლისი, ამაზე საუბარს წინასწარ არ ვაპირებ. ბრძოლაში ჩემი მიზანი ალექსანდრეს გატიშვაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებ კიდეც." - განაცხადა ალმახანმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიასა და ბეკზატ ალმახანის დაპირისპირება ყატარში 22 ნოემბერს გაიმართება. ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში მეორე ორთაბრძოლა იქნება. პირველ შემთხვევაში თოფურიამ ავსტრალიელი კობი თიქნესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106874