ფეხბურთი

1:18 | 21.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე ახლა კარგადაა, არ გვინდოდა სერიოზული ტრავმის რისკი გაგვეჩინა"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ გიორგი ინგლისურ კლუბთან სათამაშოდ მზად იქნება:

„ვფიქრობ, ის კარგადაა. წინდახედულობა გამოვიჩინეთ და გადავწყვიტეთ, რომ სერიოზული ტრავმის რისკი არ გაგვეჩინა. გუშინ ჩვეულებრივად ივარჯიშა და ველოდებით, რომ დღესაც ასე ივარჯიშებს, შესაბამისად, თამაშისთვის მზად იქნება“, - თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

გიორგი მიქაუტაძემ „ბეტისთან“ ვერ ითამაშა, რადგან დისკომფორტს გრძნობდა. ქართველი ფორვარდის აქტივში ესპანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094893