ფეხბურთი

21:25 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

ვილი სანიოლმა სამცველიან სქემაზე დაბრუნება გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში, სასტარტო თერთმეტეული ამაზე მიანიშნებს, დანარჩენს კი თამაშის დაწყება გამოაჩენს:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელია; მერინო, პედრი, ზუბიმენდი; პინო, ოიარსაბალი, ფერან ტორესი

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, გოგლიჩიძე; გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დვალი; კვარაცხელია, მიქაუტაძე

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.081349