ფეხბურთი

16:21 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: “გვინდა წელი წარმატებით დავასრულოთ”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ალბანეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი უახლოესი შეხვედრების მოგება და წლის წარმატებით დასრულებაა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მოგება გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ამხანაგურია, მოტივაციას არ ვკარგავთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ. ალბანეთთან და შვედეთთან მატჩები მიმდინარე წელს ჩვენთვის ბოლოა და გვინდა წელი წარმატებით დავასრულოთ.

ალბანეთის ნაკრები კარგი გუნდია. ალბანელ ფეხბურთელთა ნაწილი იტალიაში და შვეიცარიაში თამაშობს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა”, - აღნიშნა დეშამმა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლები დღეს რენში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 18 ნოემბერს მარსელში შვედეთის ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116971