ფეხბურთი

14:18 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე და ლამი გერმანიის ნაკრების მიღწევებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრებმა, მცველმა ფილიპ ლამმა და ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ, რომელთაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი მოიგეს, ბერლინში გამართულ პრესტიჟულ მედიადაჯილდოება Bambi-ზე საგანგებო პრიზები მიიღეს. ისინი გერმანიის ნაკრების მიღწევებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ცერემონიას, ბრაზილიის მუნდიალის მომგები კიდევ ერთი გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერიც ესწრებოდა. ლამმა მსოფლიო პირველობაზე ბუნდესნაკრებს უკაპიტნა და ამის შემდეგ, საერთაშორისო კარიერა დაასრულა. კლოზემ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე 16 გოლი გაიტანა და მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

სპორტის სფეროში მთავარი ჯილდო ფორმულა-1-ში მსოფლიო ჩემპიონატის 7-გზის მომგებმა მიხაელ შუმახერმა მიიღო, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ, ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

პრემია Bambi 1948 წელს დაწესდა და 19 ნომინაციაში გამარჯვებულთ გადაეცემათ (სპორტი, მუსიკა, კინემატოგრაფია, ხელოვნება, საზოგადო მოღვაწეობა). პრიზი შვლის მოოქროვილ სტატუას წარმოადგენს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093314