კალათბურთი

19:58 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ ფინეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ფინეთს კი მორიგი სასწაული არ გამოუვიდა.

გერმანიამ კლასის და გამოცდილების ხარჯზე საკმაოდ ადვილად აჯობა მეტოქეს, ფინელებს ამჯერად სამქულებიც არ წაუვიდათ და საბოლოოდ - 98:86. გერმანია მთელი თამაშის განმავლობაში ახლოს არ უშვებდა მეტოქეს, რამდენჯერმე 18 ქულითაც ამარცხებდა.

დენის შრიოდერმა 26 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ფრანც ვაგნერმა 22 ქულა შესძინა გუნდს, ხოლო დანიელ ტაისი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 10 ქულა, 11 მოხსნა. ფინელთა შორის ოლივერ ნკამუას ჰქონდა 21 ქულა, ხოლო ლაური მარკანენს - 16, რაც მისთვის ძალიან ცუდი შედეგია. სასუ სალინმა, რომელმაც საქართველოსთან თითქმის ყველაფერი ჩააგდო, მატჩი უქულოდ დაასრულა.

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში 14 სექტემბერს საბერძნეთს ან თურქეთს შეხვდება, ხოლო ფინეთი იმავე დღეს მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

0.091197