სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:25 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინის დებიუტი გოლით და "ნაპოლის" იდეალური სტარტი სეზონში (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 2025-2026 წლების სეზონი დაიწყო. ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის, „ნაპოლის“ გოლით და გამარჯვებით გაიხსნა.

სეზონის პირველი გოლი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. ანტონიო კონტეს გუნდი რეჯო ემილიაში „სასუოლოს“ ესტუმრა, რომელსაც ადვილად, 2:0 სძლია.

მატჩის დასაწყისში, მე-17-ე წუთზე, მაკტომინეიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში კევინ დე ბრუინმაც გაიტანა. ბელგიელს დებიუტი ჰქონდა სერია A-ში, რომელიც გოლით აღნიშნა, თანაც ეფექტური გოლით - კევინმა ჯარიმა გაიტანა.

ანტონიო კონტეს გუნდი შარშანდელზე ბევრად ძლიერი ჩანს, ასე რომ, ტიტულის შენარჩუნების მთავარი ფავორიტი უნდა იყოს. მომდევნო ტურში „ნაპოლი“ 30 აგვისტოს, „კალიარის“ უმასპინძლებს.

სერია A-ს პირველ ტურში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც "ჯენოა" და "ლეჩე" უგოლოდ დაზავდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171966