საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა როგორც წინა სპარინგებში, ამჯერადაც მარცხი განიცადა. არადა, ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარეს და ორივე მეოთხედში აჯობეს მეტოქეს - 26:25 და 25:18, მაგრამ მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ჩააგდო.
მეტწილად, მესამე პერიოდში დაჩაგრა პოლონეთმა ჩვენი გუნდი და მესამე პერიოდი მასპინძლებმა 25:15 მოიგეს, შესაბამისად, წინ გასვლა ორი ქულით შეძლეს. დასკვნით მეოთხედშიც პოლონეთი უკეთესი იყო (26:23) და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 89:94 დამარცხდა.
შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო რატი ანდრონიკაშვილმა, ჯერ უცნობია დაზიანების სიმძიმე, მაგრამ დიდი ეჭვია, რომ ევრობასკეტზე ვერ ითამაშოს.
საქართველოს ნაკრები ახლა ჩეხეთში გადაინაცვლებს, სადაც ადგილობრივ ნაკრებს ორჯერ, 19-21 აგვისტოს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს, კვიპროსს, ბოსნიას, იტალიას და საბერძნეთს შეხვდება.
პოლონეთი - საქართველო 94:89 (25:26, 18:25, 25:15, 26:23)







