10 აგვისტოს, საქარველოს 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. შაბათს 3 მატჩი იმართება, რომელთაგან 2 უკვე დასრულდა. მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ”, ნახევრად დაშლილ ლანჩხუთის “გურიას” 3 უპასუხო გოლი გაუტანა. სამტრედიაში კი, “ეროსი მანჯგალაძეზე” მარტვილის “მერანმა” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ცხინვალის “სპარტაკს” 2:1 სძლია. “ტორპედო” – “მეტალურგის” თამაში მოგვიანებით დამთავრდება.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჯანიძე (16), 2:0 გიორგი ჯანელიძე (52), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე ( 69)
მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 აკაკი შულაია (46), 2:0 პაპუნა ფონიავა (53), 2:1 პაპუნა ფონიავა (ს.კ. 63)





