„იუვენტუსი“ „ნიუკასლის“ ნახევარმცველის, სანდრო ტონალის ტრანსფერით დაინტერესდა - წერს „გაძეტა დელო სპორტი“.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი „სპორტინგთან“ მორტენ იულმანდის თაობაზე მოლაპარაკებებს დაასრულებს და 25 წლის იტალიელის შეძენაზე გაამახვილებს ყურადღებას.
2024/25 წლების სეზონში ტონალიმ ყველა ტურნირზე 45 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ნიუკასლთან“ 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
„ნიუკასლში“ ტონალი 2023 წელს გადავიდა. მანამდე კი „მილანისა“ და „ბრეშას“ ღირსებას იცავდა.









