ევროტურნირებზე ქართული კლუბების მორიგი ფიასკოს შემდეგ საქართველოს ჩემპიონატმა უეფას რეიტინგში რეგრესი განიცადა.
ეროვნული ლიგა ამჟამად 52-ე ადგილზეა, მხოლოდ უელსის, გიბრალტარის და სან მარინოს ჩემპიონატებს უსწრებს. ევროთასებზე ოთხი გუნდის გასაყვანად საქართველოს მინიმუმ 50-ე ადგილის შენარჩუნება სჭირდებოდა, მაგრამ ამის შანსი აღარ არსებობს, რადგან ყველა კლუბი გავარდა და მონაგარს ქულები ვერ შეემატება.
გაისად საქართველოს ისევ ოთხი გუნდი ეყოლება ევროთასებზე, მაგრამ 2027-2028 წლების სეზონიდან - სამი. ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, დანარჩენი ორი გუნდი კონფერენს ლიგაზე. და, რა თქმა უნდა, სამი გუნდით უფრო რთული იქნება რეიტინგში წინსვლა...
ცნობისთვის, 2016 წელს, როცა ეროვნული ლიგის ფორმატი შეიცვალა და შემოდგომა-გაზაფხული სისტემიდან გაზაფხული-ზამთრის ფორმატზე გადავიდა საქართველოს ჩემპიონატი უეფას რეიტინგში 36-ე ადგილზე იყო.






