ფეხბურთი

15:55 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო რუმინეთს ამარცხებს

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები “მიხეილ მესხზე“ რუმინეთს 2:1 ამარცხებს. თამაში პატარა “ჯვაროსნებისთვის” ცუდად დაიწყო, ქართველებმა პირველივე წუთზე გოლი მილანის “ინტერის” ფორვარდის გეორგ პუშკაშისგან მიიღეს.

დევდარიანის გუნდი მალევე გამოფხიზლდა და რუსთავის “მეტალურგის” ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მე-9 და მე-13 წუთში დუბლი შეასრულა.

“მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ჯგუფის ლიდერი ჩერნოგორია კვიპროსს 45 წუთის შემდეგ 2:1 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158712