ფეხბურთი

20:40 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" მილე სვილარს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„რომამ“ მილე სვილართან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია და სერბი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში დარჩა.

სვილარმა, რომლის მომავალი გაურკვეველი იყო, „რომაში“ დარჩენა 2030 წლის ზაფხულამდე გადაწყვიტა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მილე სვილარი „რომაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 85 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გასულ სეზონში კი, სერია A-ს საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მანამ 25 წლის ფეხბურთელი „ანდერლეხტსა“ და „ბენფიკაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09488