საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ცენტრალური მცველის საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი დიდია, ქართველის შეძენის მსურველთა რიცხვს "რეალ ბეტისი" დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სევილიურ კლუბს დაცვის ხაზისა და ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ამისთვის ორ ვარიანტს განიხილავს. ერთი "ინტერის" ალბანელი ნახევარმცველი კრისტიან ასლანია, ხოლო მეორე ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძეა.
"ბეტისმა" ორივე ფეხბურთელის საკითხზე მოლაპარაკებებუ უკვე დაიწყო, ასლანის შემთხვევაში ანდალუსიელებს 18-20 მილიონის გადახდა მოუწევთ, ხოლო ქართველი ფეხბურთელის შეძენა გაცილებით დაბალ ფასად შეეძლება. ცნობისთვის, "ემპოლი" მზად არის ქართველ ფეხბურთელს 8-9 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს. გოგლიჩიძის მიმართ "ბეტისის" გარდა ინტერესს იტალიური და ინგლისური კლუბები იჩენენ.
გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. მას ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.






