ფეხბურთი

21:51 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ესპანეთში გადასახადების დამალვისთვის ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ესპანეთში გადასახადების დამალვისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სავარაუდო ფაქტები 2014 და 2015 წლების საგადასახადო წლებს უკავშირდება, რაც ანჩელოტის „რეალში“ მუშაობის პირველი პერიოდია. იტალიელ მწვრთნელს დაახლოებით ერთი მილიონი ევროს გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ.

პროკურატურამ ანჩელოტის უკვე წაუყენა ბრალდება 2014 (386,361 ევრო) და 2015 (675,718 ევრო) საგადასახადო წლებში ხსენებული თანხის გადახდისგან თავის არიდებაზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088643