შვეიცარიაში მიმდინარე ქალთა ევრო 2025-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს. B გუფში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ესპანელებმა ბელგიელებს 6:2 სძლიეს და ვადამდე მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური. შეგახსენებთ ესპანელებმა პირველ ტურში პორტუგალიელები 5:0 დაამარცხეს.
„ოქროს ბურთის“ ორგზის გამარჯვებულმა, ალექსია პუტელასმა დუბლი მიითვალა, თითოც ირენ პერედესმა, ესტერ გონსალესმა, მარია კალდენტიმ და კლაუდია პინამ გაიტანეს.
ბელგიელთაგან თავი ჟუსტინე ვანჰერმეტმა და ჰანა ეურლინგსმა გამოიჩინეს.
ესპანელებმა ორი ტურის შემდეგ მაქსიმალური 6 ქულა მოაგროვეს და რადგან ამავე ჯგუფში პორტუგალია იტალიას დაუზავდა (1:1), ესპანელებმა ვადამდე მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.







