სხვა

19:40 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯასტინ გეიჯი: „ილია თოფურია ძალიან ბევრს ყბედობს, სიამოვნებით დავანოკაუტებდი“

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ერთ-ერთმა კონტენდერმა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიაზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ქართველი მებრძოლი დიდი სახელია, თუმცა ძალიან ბევრს ყბედობს და სიამოვნებით დაანოკაუტებდა.

„ილია თოფურია ამ მომენტისთვის ძალიან დიდი სახელის მქონე მებრძოლია, თუმცა ის საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია და ძალიან ბევრს ყბედობს, ეს ყოველივე ძალიან გამაღიზიანებელია. მას ნოემბერში დიდი სიამოვნებით დავანოკაუტებდი.“ - განაცხადა გეიჯიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი ჩემპიონობის ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მოიპოვა და UFC-ის ისტორიაში გახდა მე-10 მებრძოლი, ვინც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091374