ფეხბურთი

0:45 | 2.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდში გადავიდა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ალექსანდერ ლაკაზეტი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

34 წლის ფორვარდმა „ნეომთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"ნეომი" საუდი პრო ლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშებს მომდევნო სეზონში და შემადგენლობას აძლიერებს. ლაკაზეტის შემდეგ ისინი ჟოაო ფელიქსის გადაბირებას ეცდებიან. გუნდის მთავარ მწვრთნელად დიდი ალბათობით, კრისტოფ გალტიე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2009-2017 წლებში თამაშობდა, შემდეგ „არსენალში“ გადავიდა, ხოლო 2022 წელს ისევ „ლიონში“ დაბრუნდა. მშობლიური კლუბის მაისურით ფრანგმა ფორვარდმა 391 მატჩში 201 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173015