საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები 15:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს “მიხეილ მესხზე” რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
15:00 საათზე “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ჯგუფის ლიდერი ჩერნოგორიის ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება. პატარა “ჯვაროსნების” ჯგუფში ჩერნოგორია 6 ქულით პირველ ადგილზეა. კვიპროსს საქართველოს მსგავსად 3 ქულა აქვს, თუმცა საქართველოს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.
გიორგი დევდარიანის და ისაკ დორუ შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება.
საქართველო: გოშაძე, მარგველაშვილი, შულაია, მოხევიშვილი, მალანია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჩაბრაძე, ჭანტურია, ზარანდია, ბერიძე.
რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე, ჰამლაგი, კრისანი, კარუტა, ოლტეანუ, ტუდორიე, ბალაურე, პუშკაში, ივანი.









