სხვა

14:15 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ილია თოფურია: "თუკი არსებობს ადამიანი, ვინც ყველას ფეხებზე ჰკიდია, ეს ისლამ მახაჩევია"
"ვფიქრობ, ჩემი და პედი პიმბლეტის ბრძოლა უფრო დიდი მოვლენა იქნება, ვიდრე მე მახაჩევის წინააღმდეგ"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ცნობილ ჟურნალისტს კევინ იოლის ინტერვიუ მისცა, სადაც "მატადორმა" კომენტარი, ოლივეირასთან ბრძოლის გარდა, ისლამ მახაჩევზე გააკეთა. მისი თქმით, მახაჩევი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ფიქრობს, რომ საჩემპიონო ქამრის დაუფლების შემდეგ მისი ბრძოლა პედი პიმბლეტთან უფრო საინტერესო იქნება.

ჟურნალისტი - ვფიქრობ UFC-ში არსებობს ორი ბრძოლა, ერთი ჯონ ჯონსი VS ასპინალი და მეორე თოფურია VS მახაჩევი, რომლის ნახვასაც ყველა ელოდება.

ილია თოფურია - ვფიქრობ, ჩემი და პედი პიმბლეტის ბრძოლა უფრო დიდი მოვლენა იქნება ვიდრე მე მახაჩევის წინააღმდეგ. თუ არსებობს ადამიანი, ვინც ყველას ფეხებზე ჰკიდია, ეს სწორედ ისლამია. დაღესტანშიც კი მისი ბრძოლების დროს ხალხი დასაძინებლად მიდის და შეხვედრებს დილით გადახვევებით უყურებენ. ისლამი თავის სახლშიც კი ყველას ფეხებზე ჰკიდია, მას ორი სიტყვის ზედიზედ გამოთქმაც არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირება 28 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181947
სარეკლამო ადგილი - 99
X x X