ფეხბურთი

11:43 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს (+VIDEO)

"მანჩესტერ სიტიმ" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მეორე ტურში საუდის არაბეთის კლუბი "ალ-აინი" 6:0 გაანადგურეს.

"ქალაქელებმა" უპირატესობა მატჩის საწყის წუთებშივე მოიპოვეს, მე-8 წუთზე ანგარიში ილქაი გუნდოგანმა გახსნა, 27-ე წუთზე თავი გუნდის ახალწვეულმა კლაუდიო ეჩევერიმ გამოიჩინა და ტაიმის მიწურულს თავისი გოლი ერლიგ ჰოლანდმაც შეაგდო. მეორე ტაიმში "სიტიმ" მეტოქის რბევა გააგრძელა და 73-ე წუთზე გუნდოგანმა დუბლი შეასრულა, მეხუთე გოლი ოსკარ ბობის ანგარიშზეა, ხოლო შეხვედრას საბოლოო წერტილი რაიან ჩერკიმ დაუსმა.

მეორე ტურის შემდეგ, "სიტის" 6 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილს "იუვენტუსთან" იყოფს. ბოლო მესამე ტურში სწორედ ინგლისელები "ტურინელებს" დაუპირისპირდებიან და პირველი ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ. შეხვედრა 26 ივნისს 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169481
სარეკლამო ადგილი - 99
X x X